თადუმაძე დიპლომის სკანდალზე: ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ

თადუმაძე დიპლომის სკანდალზე: ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ

„ჩემმა წარმომადგენელმა სხვებთან ერთად განათლების ხარისხის ცენტრს მიმართა და არქივიდან დოკუმენტაცია არის ამოღებული, რომელიც აფიქსირებს, რომ მე აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, ვიმეორებ ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ”,-განაცხადა თადუმაძემ.

კითხვაზე , მოხსნის თუ არა ის კანდიდატურას, შალვა თადუმაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „ბუნებრივია, არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან არც პროკურორობიდან”.

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაცია და დოკუმენტების ასლი გადასცა, რაც ცენტრში ინახებოდა.