ხვალიდან ამინდი გაუარესდება, ხოლო პირველი ნოემბრიდან ტემპერატურა მკვეთრად დავარდება

ხვალიდან ამინდი გაუარესდება, ხოლო პირველი ნოემბრიდან ტემპერატურა მკვეთრად დავარდება

31 ოქტომბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესებას დაიწყებს, ხოლო 1-ლი ნომებრიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრა, წვიმა, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.