პანიკა თბილისის მეტროში - მატარებლები რამდენიმე სადგურში, გვირაბში გაჩერდა

პანიკა თბილისის მეტროში - მატარებლები რამდენიმე სადგურში, გვირაბში გაჩერდა

თბილისის მეტროსადგურებში შექმნილმა შეფერხებამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია. 15 წუთის განმავლობაში რამდენიმე მატარებელი გვირაბში იყო გაჩერებული. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "ნიუპოსტს" განუმარტეს, ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროს I ხაზზე მოძრაობა 15 წუთით შეფერხდა.

ტექნიკური პრობლემა მარჯანიშვილის მეტროსადგურში მდგომ მატარებელს ჰქონდა. მისი სადგურიდან გაყვანამდე, მეტროს I ხაზზე მოძრავი მატარებლები გვირაბში იყვნენ გაჩერებულები.

ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

სოციალისტი სანამ საქართველოში დაუსჯელად იპარპაშებენ, ტელევიზიებით იღლიცინებენ ჰესების, მათ შორის მსხვილი, კაშხალოვანი ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები კიდევ უფრო უარესი ამბები მოხდება. ამ ზამთარშივე დაიწყება ელ. ენერგიის მიწოდებისავარიული, მარაოსებური გამორთვები, აუცილებელი იქნება მიწოდების გრაფიკის დაწესება და... როგორც ყველა მოთხოვნად საქონელზე ფასი აიწევს! ავოეეე... სახემწიფოვ გამოაჩინე კლანჭები!
5 წლის უკან