ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ასეულობით მილიონის ინვესტირება წყალტუბოს აღორძინებაში ბ-ნმა ლელომ ბიძინას "რეკეტად" ჩაუთვალა, ისეა გამწარებული! მასეთ რეაქციას ისა სჯობდა, გამოსულიყო და "მთავარის" ეთერში სააკაშვილთან ერთად ვატხანგურად ღერა-ღერა დაეპუტა, უფრო "კაცური" იქნებოდა!
საქმეში ეგ ბიძინას გაეჯიბრება?! განა ბრმები ვართ და ვერა ვხედავთ, რომ თვითონ და მისი კონსორციუმი ანაკლიაში სულ სამ მილიონს დებს, მეტს - ვერა რისკავს, რა გასაკვირია, რომ ასეთ მიზერულ რისკად სერიოზული ინვესტორი, ვინც ანაკლიაში ასეულობით მილიონს ჩადებს, ვერ უპოვია! თან სახელმწიფოს რომ ადანაშაულებს: რისკი სახელმწიფომ უნდა გაწიოსო! ე.ი. ინვესტორს გარანტად სახელმწიფო უნდა დაუდგეს, ხოლო ხეირი კი მე ვნახოო!
წყალტუბოს პროექტით კი კიდევ ერთხელ (მერამდენედ!) გამოჩნდა - ბიძინა პირიქით აკეთებს - ხეირი ქვეყანამ ნახოს და ინვესტორიც მე ვიქნები, რისკსაც მხოლოდ მე გავწევ, ოღონდაც საშველი დაადგეს, საქმე გაკეთდეს და აშენდესო!
ეს ლელო სწორედაც სალახანასავით იქცევა, თან ბაქი-ბუქობს---უკვე რამდენჯერ გადაგვჭამა თავი, ქვეყანა უნდა აგიშენოთო!
..."მაგისი აშენებული არ გეიშვას უკანა კარებში!"
სიმწრისგან სისულელეების ბოდვას, ჯობია ახლა დადგეს და იმერულად იმღეროს:
"ო ლელო, ლელო - ლელოო რანუნი..."
ბანიც აჰყვება:
"ო ლელო, ლელო, შენ ჩემზე შტერო- ო!"
...იმ შლეგ სააკაშვილზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ბანზე უფრო შტერმა ლელომაც კი იცის, ეგ რა ჩოყლაყი ფრუხტიცაა... არადა, ისიც ზუსტად იმავეს ამბობს სიმწრისგან, რასაც ლელო ბრძანებს - "ბიძინა ქვეყანას ძარცვავსო!"
რატო ღმერთი არ გაიცინებს?!
...მოკლედ - ბიძინას მხოლოდ ერთი პროექტის - წყალტუბოს ფეხის ფრჩხილადაც არა ღირს მთელი ეს შანტრაბა თავისი ჩოყლაყ-ლელოიანად, ნაცებ შნაცებიანად თუ კუანა შნაცუნებიანიად... .:) ვაი, მაგათ პატრონს!