მამა ანდრია:

მამა ანდრია: "მეუფე იაკობმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა..ის არ გავდა ფხიზელ ადამიანს"  

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური მამა ანდრია სარია "TVპირველის" პირდაპირ ეთერში მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს რომ ის არ გავდა ფხიზელ ადამიანს.

" მეუფე იაკობმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. საპატრიარქომაც იდენტური განცხადება გაავრცელა, მაგრამ ბევრი კითხვები გაჩნდა. იმდენს ამბობენ და იმდენია უნდობლობა, მით უფრო საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან...

მეუფე იაკობმა ბევრი ტყუილი ილაპარაკა. თუ ის ფხიზელი იყო როგორც ამბობს, რაშიც ჩვენ ეჭვი გვეპარება, არ ვიცი. მისი სკანდალური სატელეფონო ინტერვიუს შემდეგ, რამდენიმე დღეში იგივე კვლავ დაადასტურა, მაგრამ მისი საუბრის მანერები, რომ შევაფასოთ, ის არ გავდა ფხიზელ ადამიანს, რაც ორმაგად დიდი სასჯელია სასულიერო პირისთვის. მის გინებაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, ვითომც არაფერი. " - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.