ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი "TVპირველის" გადაცემაში "რეაქცია" ციანიდის სკანდალს ეხმიანება. მისი თქმით მან ერთხელ ინახულა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ბუნდოვანება არ შემიტანია ამ საქმეში.
"მე ერთხელ ვინახულე მამა გიორგი და ბუნდოვანება არ შემიტანია ამ საქმეში, მივხდი, რომ გარკვეული მღვდელმთავრები არიან ამ საკითხში. მე ადრეც ვთქვი, ყველამ ყველაფერი იცის და თითქოს ელოდება პირველი ვინ იტყვის. საპატრიარქოს გადაწყვეტილებაც ეს არის, რომ გამოვიდეს მამა გიორგი და თქვას, რის თქმასაც ამდენი ხანია აანონსებს. ორ წელზე მეტია ამბობს: „ვიტყვი და ვიტყვიო. თუ რამე სათქმელი აქვს, თქვას." - ამბობს მეუფე.