ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე თაკო ჩარკვიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“სულ მაინტერესებდა თაკო ჩარკვიანის ეს ყბადაღებული “პუბლიცისტიკა”… ჰოდა, აი, ეს ერთი პოსტიც საკმარისია! “დიდი პუბლიცისტკა” ორჯერ წერს სიტყვას – “რესპოდენტი” – ხოლო, სამჯერ იყენებს სიტყვას “ტრამვა” – სხვადასხვა ვარიაციით… ანუ, ეს ნამდვილად არ არის კორექტურა და “ერთჯერადი” შეცდომა… ჰოდა, ამ პოსტით, ეს არაქალი
აკრიტიკებს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს… და ასწავლის ჭკუას – ამ შემთხვევაში იქნები “კარგი ადვოკატი” და იმ შემთხვევაში ვერ იქნებიო!
ქალბატონო “პუბლიცისტკავ”! იმ შემთხვევაში იქნები კარგი “პუბლიცისტკა”, როდესაც გეცოდინება, რომ “რესპო – ნ – დენტი” არის წორი და არა “რესპოდენტი”… ასევე, როცა გეცოდინება, რომ “ტ რ ა – ვ – მ ა” არის სწორი და არა “ტრამვა”-ი ან “ტროლეიბუსი… თუმცა, რა ვიცი, “პუბლიცისტი” კი არა, ამ პოსტიდან თუ ვიმსჯელებთ, სადღაც, მეოთხე კლასში ხარ დასაბრუნებელი… “აი ია”-ზე თუ არა…” – წერს ბაკურ სვანიძე.
უშეცდომოდ წერისათვის სულაც არ არის აუცილებელი, გიყვარდეს გრამატიკა და საგანგებოდ დაიზუთხო ორთოგრაფიული წესები. წიგნიერ ადამიანს მისდაუნებურად ამახსოვრდება ამა თუ იმ სიტყვის მართლწერა, - ეს ელემენტარული რამაა!
მას შემდეგ არაფერი დაუწერია საკუთარი ხელით, რადგან განათლება არ აძლევდა ამის საშუალებას: სამრევლო სკოლის 2 კლასი ჰქონდა დამთავრებული და კითხვაზეც ერთობ მწყრალად გახლდათ.
ჩვენი "პუბლიცისტი" ქალბატონის შემთხვევაში უფრო რთულად არის საქმე :)