პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ -თან „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ივანიშვილი აცხადებს, რომ საკუთარი ხარჯების გაწევით კურორტ წყალტუბოს ააღორძინებს. ხუხაშვილი ივანიშვილს ქველმოქმედების გამო მადლობას უხდის.
“ქველმოქმედება ის სქემაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცი, მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. საერთოდ, ობიეტურობისთვის ეს ადამიანი ათეული წლების გამავლობაში, მაშინ, როცა პოლიტიკაში არ იყო, ძალიან ბევრ სოციალურად მნიშვნელოვან პროექს ახორციელებდა კონკრეტული ადამიანების მიმართ, მათ შორის, ჩემთვისაც ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით ის მზადაა საკუთარი ხარჯები გაიღოს და კურორტი წყალტუბო ააღორძინოს.
იქნება და გონება შემოუტრიალდეს და ბოღმას გაეცალოს??