საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, “ნაც.მოძრაობის” ცხრა წლიანი პერიოდის შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის, ან აღმაშენებლის ეპოქასთან შეიძლება. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობა საქართველოსთვის ოქროს ეპოქა იყო.
“ცხრა წელი იყო ოქროს ეპოქა საქართველოსთვის. “ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის ხანის შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ან დავით აღმაშენებლის ეპოქასთან შეიძლება” – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“როგორც გებელსი ამბობდა, რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს იტყვი, მით უფრო დაიჯერებენო, მაგრამ ამ ჰალსტუხიჭამია ბაჭიამ გებელსი უკან მოიტოვა…
ფროიდის პაციენტია, რაც საერთოდ არა აქვს და რისი კომპლექსებიც ტანჯავს, იმას იბრალებს.
თავისი დონჟუანური ზღაპრების გავრცელებით ხომ გადაგვჭამა თავი, რომ მაგარი სექსგიგანტი და ნაშამორი გვეგონოს. ისე, საინტერესოა, მისი სექსუალური “სიდიადე” პრეზიდენტის სავარძელთან იყო დაკავშირებული პირდაპირპროპორციულად? 7 წელია დაოკდა და დაბერდა თუ როგორაა ეგ ამბავი?
შიში! მურტალი რამეა ეს შიში! თვითონ ყველაზე კარგად იცის, რომ ქვეშაფსია კურდღელია, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინია და ჰალსტუხზე დორბლი არ შეშრობია, მაგრამ არა, პირდაპირ აღმაშენებელს და გიორგი ბრწყინვალეს ედარება.
სამშობლოს განცდა საერთოდ არა აქვს და პატრიოტობას იბრალებს. ოღონდ, ხან საქართველოსას და ხან უკრაინისას. ჰოლანდია და პოლონეთიც სცადა, მაგრამ აღარ დასჭირდა და შეეშვა…
ხომ წარმოუდგენელი აბსურდი და სისულელეა, რასაც ბოდავს, მაგრამ ამით გარშემო იკრებს თავისნაირ კომპლექსიანებს, რომლებიც საკუთარი არასრულფასოვნების გამართლებას პოულობენ მის გვერდით.
P.S. ვთქვათ ეს შიზოფრენიულ-ჰალუცინაციური ბოდვები არ შევიმჩნიეთ, მაგრამ ლაზიკის ტყუილიც ასე გადავყლაპოთ?! “ნაცები” 2012 წლის ოქტომბრამდე იყვნენ ხელისუფლებაში და 2013 წელს, ანუ ერთ წელიწადში აპირებდნენ ლაზიკის აშენებას და ზუგდიდის სამჯერ გაზრდას?!
ესეც მიშას და მისი ნაცების მიერ აშენებული ექვსასმეერთე ეკლესია!”, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.