მანჩო გიორგობიანი: გირჩის ჯაფარიძე ჭკუიდან ნუ გადამიყვანს, თორემ ძვლების მტვრევის ტკაცა-ტკუცს რეალ-თაიმში მოვასმენინებ

მანჩო გიორგობიანი: გირჩის ჯაფარიძე ჭკუიდან ნუ გადამიყვანს, თორემ ძვლების მტვრევის ტკაცა-ტკუცს რეალ-თაიმში მოვასმენინებ

“გირჩის ჯაფარიძეს სანამ არ ვცემ არ გაჩერდება? ჭკუიდან ნუ გადამიყვანს, თორემ ძვლების მტვრევის ტკაცა-ტკუცს რეალ-თაიმში მოვასმენინებ!!“– წერს სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი და ურთავს ტოქსკოლოგ თემურ კობიძის ინფორმაციას, რომელიც მარიხუანით მოწამლული ახალგაზრდების შესახებ საუბრობს.

“კლინიკაში შემოსული ,მარიხუანათი მოწამლული პაციენტების დიდი რაოდენობა გოგონები არიან, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა გვიწევს, რამდენიმე ფსიქიატრიულშიც კი გადავგზავნეთ. ერს უდიდესი საფრთხე ემუქრება, 17-დან 25 წლამდე ასაკის მარიხუანას მოხმარებით ინტოქსირებული ახალგაზრდების რიცხვი 2-3 თვეში კატასტროფულად გაიზარდა” – ნათქვამია ექიმის ციტატაში, რომელიც მანჩო გიორგობიანმა გაავრცელა.