ბლოგერი ლევან გობრონიძე გუბაზ სანიკიძის პოლიტიკური გემოვნების ცვლილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ გუბაზიკო თუ ასე დაეცემოდა, ნამდვილად არ მეგონა, ისეთი რიხით ებრძოდა სააკაშვილს და რა სიტყვებით არ ამკობდა. თურმე როგორი უპრინციპო და პატარა კაცი ყოფილა, ფიზიკური მოცულობის მიუხედავად. ეს არშემდგარი მილიონერი, ეტყობა ბალახის სუნი ეცა და ახლა გადაწყვიტა პირადად ეახლოს მის მბრძანებელ მიშას, თურმე ქვეყნის სვე ბედზე უნდა ილაპარაკოს. იმ ქვეყანას რა ვუთხარი, გუბაზიკოს გადასარჩენად რომ დაუდგება საქმე. ერთი, ჰაერზე მოლაპარაკე თუთიყუში ხარ, ოღონდ ფუმფულა თუთიყუში, შენ ძველ არქივებს გადავავლე თვალი და ზუსტად იმავეს იმეორებ, რასაც ახლა ლაყბობ. გუბო, შე ბოღმიანო, დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილს პირადად შემოუძღვება საქართველოში და დაიწყება ჟამი აღმშენებლობისა, გუბაზი ხომ უშიშარია, ვითარცა უხორცო.” – წერს ლევან გობრონიძე.