სამართლებრივი ბოდვაა აპელირება იმაზე, რომ სანამ გომურის, სულაშვილის და სხვათა დამზარალებლები არ იქნებიან იდენტიფირებულნი მათ ვერ ცნობენ დაზარალებულებად , - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია აცხადებს და 20 ივნისის ღამეს დაშავებულების დაზარალებულად არ ცნობის ფაქტს ეხმაურება.
“სასამართლომ მაკო გომურს და სხვა 20 ივნისს დაზარალებულებს სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა.
სამართლებრივად სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს მხოლოდ ერთი ახსნა: მაკო გომურს და სხვა პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეიძლება მიენიჭოს სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული სტატუსი თუ თვითონ ახორცილებდნენ თავდასხმას სამართალდამცავებზე და სამართალდამცავებმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიაყენეს დაზიანება 20 ივნისს დაზარალებულებს, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭონ. სამართლებრივი ბოდვაა აპელირება იმაზე, რომ სანამ გომურის, სულაშვილის და სხვათა დამზარალებლები არ იქნებიან იდენტიფირებულნი მათ ვერ ცნობენ დაზარალებულებად. ბუნებრივია პოლიტიკურ პროკურატურას და სასამართლოს არ სურთ ამ პირების დაზარალებულად ცნობა ვინაიდან მათ წარმოეშვებათ სამართლებრივი შესაძლებლობები. პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად პოლიტიზირებულობის და უსამართლობის ახალ მწვერვალებს იპყრობენ“, - წერს სამუშია სოციალურ ქსელში.
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.