საქალაქო სასამართლომ მაკო გომური, 16 პირი და 8 ჟურნალისტი რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ დაშავდნენ დაზარალებულად არ ცნო.
„პირველად რომ მივმართე პროკურატურას ვიცოდი, რომ უარყოფა იქნებოდა, მეორეჯერ მეგონა რომ დადებითი პასუხი იქნებოდა, რაღაც სასამართლოზე ვიცოდი, რომ დადებითი პასუხი მოვიდოდა, მაგრამ აქედანაც მივიღეთ უარი. არ ვიცი რის გამო გვითხრეს უარი, ოთხი თვეა იძიებენ, შეიძლება კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ“, - ამბობს მაკო გომური.
დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა, 16 პირს ეხებოდა, მათ შორის 8 ჟურნალისტსა და იმ ადამიანებს, რომელბმაც 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად, თვალი დაკარგეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე ცნო.