ლაშა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილზე:  რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრუნდება და ვირტუალურით ანაცვლებს

ლაშა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილზე:  რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრუნდება და ვირტუალურით ანაცვლებს

„ქართული ოცნების“ პიარკონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა სამთავრობო და კერძო ორგანიზაციების საიტებზე განხორციელებულ კიბერშეტევას, რის შედეგადაც საიტებზე გამოისახა მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით - I'll be back (მე დავბრუნდები). ჰაკერული შეტევის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რამდენიმე მედიასაშუალებასაც, რომელთაგან ზოგიერთის ვებ-გვერდი ამ დრომდე გათიშულია. 

„მიშას ბოტების ქარხანა ჰაკავს სამთავრობო საიტებს და დებს საკუთარ ფოტოს წარწერით, დავბრუნდებიო. ახლა, რაშია საქმე - შიშით ჩასვრილი, რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრუნდება და ვირტუალურით ანაცვლებს ამ მისთვის მწარე რეალობას. თვალს ხუჭავს და წარმოიდგენს... სექსოლოგიის ენაზე ამას სხვა სახელი ჰქვია... აი, როგორ აგიხსნათ.... მოკლედ, ბნელში რომ აკეთებენ მისნაირები, ვიდრე გათენდება“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილის სოციალურ ქსელში.