„შეშინებულები არიან სახელმწიფო უწყებებში. კარგი იუმორი ჰქონია ამ ჰაკერს, ვინაიდან მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა კომპიუტერებში მიუვიდათ, მაღალჩინოსნებს ვგულისხმობ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჰაკერული თავდასხმის კომენტირებისას განუცხადა.
გოცირიძის თქმით, შესაძლებელია, ეს ხელისუფლების „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა,რადგან შემდეგ სხვისთვის გადაებრალებინა.
„მაგალითად, თქვან, რომ ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ, მიშამ უკრაინიდან. ან ვთქვა, რომ ეს არის ჩემი ორგანიზებული. ჩავიდინე სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაული, ოღონდ ნასვამმა. ვთქვა რომ, დღეს დილით ორი ჭიქა არაყი გადავკარი და დამნაშავე არ ვარ, რადგან ნასვამი ვიყავი. იმის გამო, რომ მეუფე იაკობი ნასვამი იყო, გამოძიებას არ დავიწყებთო. თუ ნასვამობაა ალიბი, ვიტყვი, რომ ჩემი ჰაკერული თავდასხმა მოხდა, ოღონდ, სანამ დილით ამას გავაკეთებდი, ორი ჭიქა არაყი დავლიე“, - განაცხადა გოცირიძემ.