ნანა კაკაბაძე: მეუფე იაკობს “ალაპარაკებენ“, მას უშიშროება და ნიკა გვარამია კომპრომატებით აშანტაჟებენ

ნანა კაკაბაძე: მეუფე იაკობს “ალაპარაკებენ“, მას უშიშროება და ნიკა გვარამია კომპრომატებით აშანტაჟებენ

უფლებადამცველი ნანა კანაბაძე „მეუფე იაკობის სკანდალში“ ნიკა გვარამიას და უშიშროების ხელს ხედავს. როგორც კაკაბაძე აცხადებს, „დიდი ალბათობით, მეუფე იაკობს ალაპარაკებენ, რადგან მისი წინააღმდეგ კომპრომატები დევს“.

„ეს არის ჩემი პირადი ვარაუდი, რომ მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები დევს. მე ვიცი, როგორც ებრძვის უშიშროება ადამიანებს და როგორ იყენებს მათ წინააღმდეგ გარკვეულ კომპრომატებს. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან დგას რაღაც დიდი ბომბი საქმე, მე ვფიქრობ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა შედიოდეს სხვა ქვეყნის ინტერესებში და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს ე.წ. „ციანიდის საქმეს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, მეუფე იაკობის გახშირებული ვიზიტები თავის დროზე „რუსთავი 2“-ში და ნიკა გვარამიას ადვოკატობა „ციანიდის საქმეში“ მამალაძის სასარგებლოდ, კითხვებს და ეჭვებს უფრო ამყარებს, რომ მეუფე იაკობის „ბოდვის და ხარაკირის“ მთავარი მიზეზი სწორედ მის წინააღმდეგ არსებული კომპრომატებია.

შეგახსენებთ, 3 დღეა საპატრიარქოს ირგვლივ სკანდალი არ ცხრება. სკანდალის მთავარი გმირი, მეუფე იაკობი დღეს ქორეპისკოსობიდან გადადგა.