ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შვილი, მარი გრიგოლია ბერა ივანიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ბერა, ბრავო, მასშტაბურობაზე რომ აქვთ პრეტენზია და რატომ გადარიცხა საკუთარი თანხა ამაზონის ტყისთვისო, რომ ბობოქრობენ. საქართველოში ცოტა თანხა აქვს დახარჯული ხომ ბერას ოჯახს, ცოტა სიკეთე აქვთ გაკეთებული ხო ამ ქვეყნისთვის?!!
რა უხერხულია, ამხელა ქველმოქმედება გააკეთოს ადამიანმა იმ სამყაროსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ და ასეთი შხამი აფრქვიონ ზოგიერთებმა. სამყარო საქართველოსგანაც შედგება და ამაზონის ტყისგანაც. პლანეტის ჰაერს ყველა საერთოს ვსუნთქავთ. თქვენი ფული გადარიცხა?”, – წერს მარი გრიგოლია სოციალურ ქსელში.
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.
„ამაზონის ტყეების თვეების განმავლობაში იწვის. ხანძრები ანადგურებს დედამიწის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებას და ჩვენი ბავშვების მომავალს. დღეს მე მინდა, დავუჭირო მხარი ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი მანძილი გვაშორებს, ჩემი ბრაზილიელი ფანები ყოველთვის პატივისცემითა და სიყვარულით მეპყრობოდნენ, ისევე, როგორც ოჯახის წევრს. მე მინდა, მათ სიყვარულით ვუპასუხო და დავეხმარო ისე, როგორც შემიძლია. ფრთხილი განხილვის შემდეგ, მე დავაარსე ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ცვლილების მოხდენა და რომელსაც ვენდობი. მას ჰქვია „აი ეს ეი“ ასევე გადავწყვიტე, ჩავრიცხო 1,1 მილიონი დოლარი. ეს მოიცავს ჩემს პირად დანაზოგს და კონტრიბუციას ჩემი ოჯახისგან. მოგიწოდებთ ყველას, ამ საქმეში ჩაერთეთ და იმოქმედეთ. ყველა კონტრბუცია არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცოტაა თუ ბევრი, მნიშვნელოვანი. ერთად ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მდგომარეობა“, – აცხადებს ბერა ივანიშვილი მიმართვაში.