„მარტივი არითმეტიკა გვეტყვის რომ ჩვენ საერთოდ აღარ ვიქნებით",- ამის შესახებ, კანონი და სამართალის დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას განაცხადა.
"ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) მოსულია, 7 წელი გავიდა ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფო. ლარი აყირავებულია, ბიუჯეტი გაძარცვულია. მიწები გაყიდული რასაც ძალიან განვიცდი. რეგულაციით უნდა გაიყიდოს. ვინ ამბობს რომ საერთოდ არ უნდა გაყიდოს? მიწის კანონი უნდა არსებობდეს. წარმოუდგენელი ვითარებაა, მარტივი არითმეტიკა გვეტყვის რომ ჩვენ საერთოდ აღარ ვიქნებით. აღარ ვიქნებით, ამ ქვეყანაში ჩვენ პატრონები არ ვიქნებით. სახელმწიფოს ვკარგავთ",-ამბობს ჩარკვიანი.