"ყელის კიბო უშველის..." - რა გახდა არქიმანდრიტისა და ანიტა რაჭველიშვილის დაპირისპირების მიზეზი

„ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი", - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ინიციატივაზე, რომელიც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

„ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ანიტა რაჭველიშვილს.

არქიმანდრიტ ბართლომე „პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მას ანიტა რაჭველიშვილი არ „დაუწყევლია". „განა დავწყევლე, უბრალოდ მიხვდეს რა მტკივნეულია ისეთი რაღაც, რომელიც ადამიანის სულს და მის ცხოვრებას შეეხოს", - თქვა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტ ბართლომეს მწვავე კრიტიკის შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „იცნობდეთ მაინც ყველა! სასულიერო პირია, არქიმანდიტი, ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია თურმე", - დაწერა რაჭველიშვილმა.

22 ოქტომბერს, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ ამაზონის ჯუნგლებისთვის 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.