გიორგი ოთხმეზური სალომე ზურაბიშვილზე დუმილს არღვევს: შეუტანეს, მოაწერინეს ხელი, და ჩაიდინა საშინელება“

გიორგი ოთხმეზური სალომე ზურაბიშვილზე დუმილს არღვევს: შეუტანეს, მოაწერინეს ხელი, და ჩაიდინა საშინელება“

მიუხედავად იმისა, რომ მარიამობის დღესასწაულისთვის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებზე საუბარი არ სურს, ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მცირე კომენტარი მაინც გააკეთა.

„რა გითხრათ... შეუტანეს და მოაწერინეს ხელი, არ წაუკითხავს. მე ასე მგონია... და ჩაიდინა საშინელება“, - ამბობს ოთხმეზური და დასძენს, რომ ჰგონია, ეს საკითხი პრეზიდენტის ქვედა დონეზე გადაწყდა.

„ალბათ დაინახეს, რომ წინა შეწყალებების დროს, არც კი კითხულობდა, ისე აწერდა ხელს დოკუმენტებს და ახლაც იგივე მოხდა. ამით ისარგებლეს. შეუტანეს და მოაწერინეს ხელი“.

"პრაიმტაიმის" კითხვაზე, ვინ ჰყავს ასეთი მფარველი? - გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ მისი მამინაცვალი.

„მისი მამინაცვალი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს, პროკურატურის საგამოძიებოს უფროსის მოადგილე იყო, გვარად კვეზერელი. ის აგვარებდა საქმეებს მანამდეც და ახლაც, სამწუხაროდ. აი, სად ჩანს „ნაცმოძრაობის“ საცეცეები რომაა შემორჩენილი. სანამ ეს ინფორმაცია ტელევიზიებში გავრცელდებოდა და გახმაურდებოდა, მე ერთი კვირით ადრე დამირეკეს და მითხრეს... აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. ჩემი დამოკიდებულება უკვე გამოვთქვი და მეტი რამის თქმა აღარ მინდა“, - ამბობს ოთხმეზური.

კითხვაზე, რას აპირებს სამომავლოდ, გიორგი ოთხმეზური ჯერ არაფერს ამბობს.