დე ფაქტო ცხინვალმა ევროკავშირის დამკვირვებლები დააკავა

დე ფაქტო ცხინვალმა ევროკავშირის დამკვირვებლები დააკავა

24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში ჩორჩანა-წნელისის არეალში პატრულირების დროს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცოტა ხნით დააკავეს, - ინფორმაცია ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობა ავრცელებს.

"მისია ჯერაც სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული აღქმის თანახმად", - ნათქვამია განცხადებაში.

მისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, პატრულირება გააძლიერა.