სპეცრაზმელმა, რომელიც 20-21 ივნისის აქციაზე დამიზნებით ისროდა, დანაშაული აღიარა

სპეცრაზმელმა, რომელიც 20-21 ივნისის აქციაზე დამიზნებით ისროდა, დანაშაული აღიარა

დღეს 20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ერთ-ერთი სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის საქმე იხილებოდა. იგი სასამართლოში მივიდა და სხდომას დაესწრო.

დღეს სხდომაზე უნდა გამოკითხულიყო ერთ-ერთი ექსპერტი, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა. დღეს ასევე ცნობადი გახდა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რო მის სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიები ლეტალური არ იყო.

გიორგი ესიაშვილის უფლებადამცველის, ლევან არჩვაძის თქმით, იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„იგი თავს სრულად ცნობს დამნაშავედ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ექსპერტიზის დასკვნა განმარტავს, რომ იარაღი განეკუთვნება სტანდარტულ ქარხნული წესით დამზადებულ თოფს, ასევე საფანტი არის რეზინის, რომელიც არალეტალუი დანიშნულების არის",- აცხადებს ადვოკატი.

სპეცრაზმელი სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.