ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.
დღეს ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის მართვის ეფექტურობა ეკონომიკური მშპ მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე გაზომა.
არადა, თუ მიმდინარე ფასებში გვსურს მისი გაზომვა, მაშინ მშპ უნდა განვსაზღვროთ მსიყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რაც 2012 წელთან შედარებით მნიშნელოვნად არის გაუმჯობესებული. მაგ: 2012 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 8200$ იყო, ხოლო 2012 წელს, კი ეს მაჩვენებელ 12 230$-ს შეადგენს. თუ გავასაშუალოებთწლიური ზრდა გამოდის 6%-მდე.
რაც შეეხება ჯაფარიძისეულ ლოგიკას, რომელიც ეხება ეკონომიკის გაზომვას მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გარეშე, ასეთი მეთოდოლოგიით დოლარის კურისის ცვლილებასთან ერთად მშპ შემცირებულია მსოფლიოს ბევრ წამყვან სახელმწიფოებში. როგორიცაა, ნორვეგია, ავსტრალია, იაპონია, კანადა, შვედეთი, იტალია, ბრიტანეთი და კიდევ სხვა ბევრი... აღსანიშნავია, რომ IMF-ის ამ არამეტრშიც საქართველოს უფიქსირდება 2012-2019 წლებში 1.2%-იანი ზრდა.
P.S. ბადრი, აწი მაინც არ დაგავიწყდეს რომ ეკონომიკა იზომება მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით და არა მისი გამორიცხვით.
არადა, კაცი მთელი ცხოვრება „თი-ბი-სის" ვიცე-პრეზიდენტი რომ არის, დამეთანხმეთ, ეკონომიკა როგორ იზომება კი უნდა იცოდეს წესით და რიგით. ისიც უნდა იცოდეს, მშპ როგორ გამოითვლება. არადა, ჯაფარიძე იმას გვიმტკიცებს, რასაც ბაკალვრის სტუდენტებიც კი მარტივად ხვდებიან. რა სახელი ქვია ახლა ამას? მშპ-თი მანიპულაცია თუ უვიცობა?!