თანამედროვე ავტოსერვისები

თანამედროვე ავტოსერვისები

სატრანსპორტო საშუალება ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დღეს  უკვე წარმოუდგენელია მანქანის გარეშე გადაადგილება. ავტომობილების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად იმატებს სერვის ცენტრებში მომსახურების ხარისხი. ისინი იყენებენ ინოვაციურ მოწყობილობებსა და თანამედროვე აპარატებს პრობლემის მარტივად მოსაგვარებლად. გარანტ მოტორსში თქვენს ავტომობილს ყველა იმ მომსახურების მიღება შეუძლია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ დროთა განმავლობაში.

რა სერვისების მიღება შეგიძლიათ გარანტ მოტორსში?

გარანტ მოტორსს გააჩნია მომსახურების სრული სპექტრი ერთ სივრცეში.

  • სათუნუქე სამუშაოები (რობოტი) - ავტომობილის გარეგანი დაზიანება იწვევს კოროზიას. ეს პრობლემა მალევე თუ არ აღმოიფხვრა მეტ ზიანსა და ზარალს მოუტანს მძღოლს. ამიტომ, საჭიროა დაუყონებლივ მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს, რათა მარტივად შეაკეთოს დაზიანებები.
  • ფარების გასწორება - ფარების გასწორება მნიშვნელოვანია სწორი ხედვისთვის, ასევე შემხვედრ მძღოლს დისკომფორტი რომ აარიდოთ თავიდან. ეს პროცედურა გარანტ მოტორსში არ მოითხოვს დიდ დროსა და ფინანსებს. მთავარია მიმართოთ სანდო კომპანიას, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაგიწევენ.
  • მანქანის შეღებვა - სამუშაოების დაწყებამდე ხდება დაზიანების ხარისხის შეფასება, შემდეგ ამ ხარვეზების შეკეთება, დასუფთავება, დაგრუნტვა და ბოლო ეტაპია გაშრობის მერე გაპრიალება, რათა პირვანდელი იერი დაუბრუნდეს ავტომობილს.
  • პლასტმასების აღდგენა - ყველაზე მოთხოვნადია ბამპერის აღდგენა, რადგან მეტი სიხშირით ხდება ამ ნაწილის დაზიანება.მცირე ნაკაწრიც კი მანქანას უკარგავს ვიზუალურ ეფექტს. მის შესაკეთებლად აუცილებელია მაღალი ხარისხის მოწყობილობები და მასალა.
  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა - ძალიან პოპულარულია, რადგან ნებისმიერი პრობლემის მარტივად ამოცნობაა შესაძლებელი. ამისთვის მთავარია, რომ აპარატურა იყოს მწყობრში. შედეგიდან გამომდინარე, ხელოსანი იღებს გადაწყვეტილებას თუ რა პროცედურებია საჭირო მანქანის ხარვეზების გამოსასწორებლად.
  • ჰიბრიდული სისტემის ელემენტების გაწმენდა - ჰიბრიდული ავტომობილების რიცხვის ზრდასთან ერთად იმატებს მოთხოვნა ელემენტების წმენდის სერვისზე. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური მეთოდით, მაგრამ მხოლოდ ქიმიურია გამართლებული.
  • ძრავის შეკეთება - ძრავა მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც, ხშირად შეცვალეთ ზეთი და ფილტრი. დაზიანების აღმოჩენისას კი მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს, რათა დროულად შეაკეთოს.
  • მანქანის საღებავები (კომპიუტერულად ფერის დასმა) - ავტომობილის შეღებვისას უმთავრესია საღებავის ხარისხი, რომ 100 % -ით მოხდეს ფერის დასმა. უმაღლესი ხარისხის საღებავებს აწარმოებს კომპანია Dee beer.

გარანტ მოტორსის სერვისები სრული სახით, რომ იხილოთ გადადით საიტზე.

რა უპირატესობა აქვს გარანტ მოტორსს?

გარანტ მოტორსი არის ავტოცენტრი, სადაც ყველა სახის მომსახურებაა თქვენი სატრანსპორტო საშუალებისთვის. მათი მთავარი უპირატესობებია:

  • მისაღები ფასები - გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე პირთათვის.
  • კვალიფიციური პერსონალი - ხელოსნები მრავალწლიანი გამოცდილებით.
  • სწრაფი სერვისი - დათქმულ ვადებში სრულდება სამუშაოები.
  • თანამედროვე მომხმარებელთან ურთიერთობის პლატფორმა - ავტომობილის ისტორიაზე მუდმივი წვდომა, ხელოსნის შეფასების სისტემა და კომუნიკაციის შესაძლებლობა მენეჯმენტთან.

ანდეთ თქვენი ავტომობილი გამოცდილ სპეციალისტებს, რომ მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება და სასურველი შედეგი.