პარლაემნტში დავით მათიკაშვილსა და ეკა ბესელიას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. "ნუ გამითამამდებით, გირჩევნიათ", - მიმართა დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.
ბესელიას პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება სურდა, რა დროსაც მას სხდომის წამყვანმა დავით მათიკაშვილმა ხელის აწევა ურჩია.
„რა ვქნა?! ეს რეგლამენტში გიწერიათ?"- მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელ მათიკაშვილს.
„სხვათაშორის, თქვენგან ვისწავლე, როცა კომიტეტის თავმჯდომარე იყავით" - მიმართა მათიკაშვილმა ბესელია.
„ცუდად ისწავლე ის, რაც გასწავლე"- არ დააყოვნა ბესელიას რეპლიკამაც.