გვარამია და კვესიტაძე

გვარამია და კვესიტაძე "რუსთავი 2"-ს მათი კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის პოსტს აქვეყნებს და იქვე, თავადაც წერს.

ეკა კვესიტაძე: "პაატა სალია არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1-ელ აგვისტოს გადაურიცხა "რუსთავი 2-"-ს, თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია; ანუ გარდა იმისა, რომ "რუსთავი 2" არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად"

ნიკა გვარამია: "ჩემი საპენსიო თანხაც ამწაპნეს, 5000 ლარი. რომ აღარაფერი ვთქვათ დარჩენილ სახელფასო ვალდებულებაზე - 110.000 ლარზე. ექვსმაგი ხელფასით ხალხის დამბოლებლებო, ჯერ დავალიანება რო გაიატუმროთ, არ ჯობია? მერე ყადაღას მომიზეზებით არც იმ ექვსმაგებს არ გასცემთ, ჩვენსას კი არა. არადა, მაინც მოგიწევთ".