საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით მათიკაშვილის შეფასებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა არათუ გამქრალია დემოკრატიული ქვეყნების რადარებიდან, არამედ აშშ-სთვის სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს.
“ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკის ერთგვარ გამარჯვებაზე, იმიტომ, რომ ორპარტიული მხარდაჭერის ასახვა დოკუმენტში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდბელობის მხარდაჭერისა. თვითონ დოკუმენტი ძალიან მომცველი და შინაარსობრივად მნიშვნელოვანია. ის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოუწოდებს მხარეებს, რომ დროულად მოხდეს გაფორმება. ეს დოკუმენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის გვერდით დგას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.