ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავს (ვიდეო)

ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავს (ვიდეო)

რეპერი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, საიდანაც ბრაზილიელებს და მთელ მსოფლიოს მიმართავს.

ვიდეოდან ცნობილი ხდება, რომ ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავს.

"დღეს მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს", - ამბობს ივანიშვილი ვიდეოში