ყურსასმენების გამო მოზარდმა მატარებლის ხმა ვერ გაიგონა და ახლა კომაშია

ყურსასმენების გამო მოზარდმა მატარებლის ხმა ვერ გაიგონა და ახლა კომაშია

12 წლის ბიჭი, რომელსაც მეტროსადგურ გოცირიძეზე მატარებელი დაეჯახა, ღრმა კომაშია. მას თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

ნიუპოსტის" ინფორმაციით, მოზარდს ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგონა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო. ბიჭი ქვეითთა ბილიკს მიჰყვებოდა და ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო.

თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო.

მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.