პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ,,დაგროვებითი საპენსიო სისტემა ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფა კი არ არის, ეს ადამიანებზე ზრუნვაა იმისათვის, რომ მათ არ მოუწიოთ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილი იმყოფება, რომელთაც პრაქტიკულად არსებობისთვის ბრძოლა უწევთ". აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ თავად შევიდა საპენსიო ანგარიშზე და საპენსიო დანაზოგი შეამოწმა, რომელიც მან, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ განახორციელეს. სახელმწიფოს როლი სწორად იმაშია, დაეხმაროს მათ, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვთ, რომ მომავალში ჰქონდეთ ისეთივე შემოსავალი, როგორიც აქვს მდიდარ ადამიანს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან კომუნიკაციის გააქტიურობა და მეტი ადამიანის მოზიდვა საპენსიო სისტემაში ჩასართავად", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.