საპენსიო სააგენტოს დირექტორი მომავალი წლის პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სქემაში კიდევ უფრო მეტი დასაქმებულის ჩართვას ელოდებიან. ლევან სურგულაძე ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ საპენსიო სააგენტოს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. ,,ეს იქნება საპენსიო სქემაში ჩართული ადამიანების დიდი რაოდენობა, ეს იქნება ფონდის მოცულობა, რომელიც იქნება საკმაოდ მასშტაბური. ჩვენ ველოდებით რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ მილიარდ ლარს უნდა გადავცდეთ და ეს თანხები იქნება ინვესტირებული ყველა საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და წესების დაცვით დივერსიფიცირებულ პორტფელში, რომელსაც ექნება კარგი ეკონომიკური სარგებელი." - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. მისივე პროგნოზით, მომავალ წელს საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულების მინიმუმ 10% ჩაერთვება, მას შემდეგ კი რაც თითოეული მოქალაქე კარგად გაითავისებს საპენსიო რეფორმის სიკეთეებს, ბენეფიციართა ჯამური ოდენობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.