„ზემოთ 4 კაცი და ქვემოთ ყველა მათხოვარი, ქვეყანა არ არის“

„ზემოთ 4 კაცი და ქვემოთ ყველა მათხოვარი, ქვეყანა არ არის“

 

"საშუალო ფენა ქმნის ქვეყნის სიძლიერეს, თორემ ზემოთ 4 კაცი და ქვემოთ ყველა მათხოვარი, ქვეყანა არ არის", - განაცხადა მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

"მართლა უჩვეულო და თავისებურია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ საკმარისია 1-2 კვირა დაჰყო, მიხვდები, რომ ხალხს უჭირს. არ შეიძლება ასე მოექცე იმ ფენას, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას წარმოადგენს. საშუალო ფენა ქმნის ქვეყნის სიძლიერეს, თორემ ზემოთ 4 კაცი და ქვემოთ ყველა მათხოვარი, ქვეყანა არ არის. კაპიკებზე ვმუშაობ. იქაც რუსები, კრიზისი გვაქვსო, გაიძახიან", - ამბობს ყიფშიძე.

გავრილოვის ღამის შესახებ დასმულ კითხვას მსახიობი ასე პასუხობს:

"არის თავის მართლება, მთელ მსოფლიოში ასე ხდებაო, მაგრამ, ალბათ, არ იყო საჭირო სროლა, დავიდარაბა და თვალების დათხრა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლომდეც ვერ გაამტყუნებ, სამართალდამცავები თავიანთ საქმეს აკეთებენ".

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს ყიფშიძე ფიქრობ რომ - „ვისაც დიდი მატერიალური რესურსი აქვს, ალბათ, დაიცავს­ თავის ბიზნესსა და ინტერესებს. ასე გაგრძელდება და გაიწელება. ამის მერე რა იქნება, არ ვიცი... " აღნიშნავს მსახიობი.