ბექა ოდიშარია: რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას

ბექა ოდიშარია: რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას

პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისის მერის შესახებ საინფორმაციო სააგენტო presa.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„პოლიტიკაში არსაიდან, ცალ-ცალი ჩექმით მოსული და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკი ბევრი გვინახავს. რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას, არა ერთ მსოფლიო დონის ასპარეზზე, რომელსაც ცხადია, ფინანსური კეთილდღეობაც მოჰყვა. ჩვენი ოპონენტების და მათი პარტიული პროპაგანდისტული მანქანების პრობლემა ის არის, რომ ხალხზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანები ნებისმიერ ტყუილს დაიჯერებენ. თუმცა ტყუილსაც უხარისხოდ ავრცელებენ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

tngh ბ-ნო ბექა!!! რას ბრძანებთ... ყველამ იცის, რომ კახა კალაძე მამამისის, კარლოიას ნაშოვნ ფულებს "მილანში" აცოცხლებდა. კარლო ბერლუსკონისთან იყო "შეკრული" ჯერ კიდევ მაშინ, სამტრედიის "ლოკომოტივში", რომ თამაშობდა.
4 წლის უკან
tngh წაიკითხავს ეხლა ამას ღრმად პატივცემული "დილეტანტ-პოპულისტი" და საგანგებო პრეს-კონფერენციას თუ არა, ბრიფინგს მაინც მიუძღვნის... ამ ამბავს.
4 წლის უკან
tngh წაიკითხავს ეხლა ამას ღრმად პატივცემული "დილეტანტ-პოპულისტი" და საგანგებო პრეს-კონფერენციას თუ არა, ბრიფინგს მაინც მიუძღვნის... ამ ამბავს.
4 წლის უკან