დავით ზარდიაშვილი: იგი

დავით ზარდიაშვილი: იგი "ორთოდოქსი" ლიბერასტია და ეშმაკის (ფუი ეშმაკს!) ისევე ბრმად და მტკიცედა სწამს, როგორც ფუნდამენტალისტ მაჰმადიანს - ალაჰისა!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ლიბერასტების მიერ ღმერთის ხსენება უჩვეულო და უცნაურია; ხოლო თუ შემთხვევით, ოდენ "სიტყვის მასალად" მაინც წამოსცდებათ ხოლმე, იმ წუთასვე ახსნა-განმარტებებს იწყებენ; ბოკერიასაც ეს სიტყვა - "ღმერთი" უნებურად წამოსცდა და როგორც კი თქვა, იქვე ინანა და იმ წამსვე შეუსაბამო კონქტექსტი გამოუნახა ამ სიტყვას დასრულებულ ფრაზაში; აი, ეს ფრაზაც: "ღმერთმა და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ..." ცხადია, "ღმერთმა და ჩვენ უნდა გავაკეთოთო" არც ერთი აღმსარებლობის ადამიანი შეგნებულად არ იტყვის, რადგან, კი ბატონო -"ჩვენ უნდა გავაკეთოთ",გასაგებია, მაგრამ - "ღმერთმა ესა და ეს უნდა გააკეთოსო" - არ ითქმის. რადგან რწმენაში მყოფისთვის ღვთის ნება ადამიანისაზე ყოველთვის აღმატებულია; აღმსარებელმა შეიძლება თქვას: "ღვთის შეწევნით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ" ანდა - "იყოს ნება ღვთისა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ" და სხვ. ესეც მიანიშნებს, რომ უნებლიედ წამოსცდა გიგას ეს სიტყვა და ახლა რა ქნას?! ადგა და განმარტა: ეს პოპულიზმი არ არის, რადგან "რა იცით რომელი ღმერთი ვიგულისხმეო?!"

ჯერ იმისა რა ვთქვი, ვისაც ღმერთის ხსენება "პოპულიზმი" ჰგონია და მერე იმისა, ვინც ახსნას დაიწყებს, ღმერთი რატომ ახსენა! მით უმეტეს, ყველაფერი ნათელია, როცა კაცი ამას იტყვის: ღმერთი კი ვახსენე, მაგრამ რა იცით თქვენ, რომელ ღმერთსა ვგულისხმობდიო? ვიცით, ბატონო გიგა, ვიცით! ღმერთს როცა ახსენებთ, მაშინაც ეშმაკსა გულისხმობთ და ამას ახსნა-განმარტებაც აღარ უნდა, რადგან ისედაც ნათელია და წყალი არ გაუვა!

ხოლო სააკაშვილის "ახალი ტრადიციონალიზმი", რასაც გიგა მაინც ძველმოდურ შავრაზმელობას უწოდებს, ბუნებრივია, ისეთივე წაცდენაა, როგორც გიგასგან ღმერთის ხსენება და იმასაც უკუღმართული შინაარსი აქვს. ოღონდ სააკაშვილის შემთხვევაში ეს ოპორტუნიზმია, წამბაძველობით ნაკარნახევი. ბოკერია კი არასდროს ყოფილა ოპორტუნისტი. იგი "ორთოდოქსი" ლიბერასტია და ეშმაკის (ფუი ეშმაკს!) ისევე ბრმად და მტკიცედა სწამს, როგორც ფუნდამენტალისტ მაჰმადიანს - ალაჰისა! .