დავით ბერძენიშვილი:  ჩემი ინფორმაციით, „ოცნებას“ შიდა კვლევებით 40%-ც არ აქვს

დავით ბერძენიშვილი:  ჩემი ინფორმაციით, „ოცნებას“ შიდა კვლევებით 40%-ც არ აქვს

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ კობახიძის პოლიტიკური აღიარებით - მან მოგვცა აღიარებითი ჩვენება, რომ ვერ შექმნიან ხელისუფლებას და არც კოლიციური პარტნიორები ჰყავთ“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„ირაკლი კობახიძემ ორი განცხადება გააკეთა: ერთი ძილის წინ - „ოცნება“ 45%-საც ვერ აიღებსო, მეორე დილით, ეტყობა შეუცაცხანეს - „ოცნება“ 60%-ს აიღებსო. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და კობახიძის ტყუილს - უფრო მოკლე.

„ეს განცხადება ნიშნავს, რომ „ოცნება“ დაბნეულია, იციან, რომ ხელისუფლებას ვერ შექმნიან და ისიც იციან, რომ კოალიციური პარტნიორებიც არ ჰყავთ. ივანიშვილთან კოალიციაში შესვლას რომ არ ვაპირებდით, ეს ჩვენ წამოვიწყეთ, მერე ელისაშვილმაც, ხაზარაძემაც თქვეს, რომ ივანიშვილთან კოალიციაში არ შევალთო, ამიტომ შეშინდნენ და ტენდენციის შესაჩერებლად ეს მოიფიქრეს - ძალიან ოპოზიციურები ნუ იქნებით და წინასწარ სამარეს ნუ ითხრითო. 

„მოკლედ, კობახიძემ მოგვცა აღიარებითი ჩვენება და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ კობახიძის პოლიტიკური აღიარებით. ჩემი ინფორმაციით, შიდა კვლევებითაც "ოცნებას" მძიმე მდგომარეობა აქვს - 40%-ზე დაბალი. თუ ოპოზიციამ რაიმე უხეში შეცდომები არ დაუშვა, გამარჯვების ალბათობა მაღალია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.

 

სოციალისტი ნაძირალა!
5 წლის უკან
trampi აბა ვინააა წინ----- ხაზარაძეეეე!!
5 წლის უკან
tngh ძმებ ბერძენიშვილებს "რესპების" რეიტინგიც ეცოდინებათ... საინტერესოა, "0"-ზე რამდენი მეასედი პროცენტით არის მაღალი...
5 წლის უკან
tngh ძმებ ბერძენიშვილებს "რესპების" რეიტინგიც ეცოდინებათ... საინტერესოა, "0"-ზე რამდენი მეასედი პროცენტით არის მაღალი...
5 წლის უკან