მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტის ირგვლივ გამართული მსჯელობისას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ მათ პარლამენტის პრესტიჟზე მისათითებელი არაფერი აქვთ, -„ბოლო დროს, კონსტიტუციაში ასახული ნორმებიდან დაწყებული, რეგლამენტით გაგრძელებული, ადვილად ვერავინ დაგვაბრალებს იმას, რომ პარლამენტს თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში რამე დავაკელით. ეს ზედმეტი მგონია". - განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძის თქმით, -„ადრე საერთოდ თავმჯდომარეს ირჩევდა პრეზიდენტი 6 წლით, და სასამართლოში არსებული ვითარების არ იყოს, საერთოდ არანაირი კრიტერიუმი რომ არ არსებობდა, თუმცა მაშინ ხმას არავინ იღებდა ამაზე. არანაირი პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ ჩნდებოდა, ამაზე არ იყო არანაირი პრობლემები და ახლა შეიქმნა პრობლემები როცა კანონი იხვეწება. ორი ვადით პრეზიდენტებს ირჩევენ და ახლა კომისიის თავმჯდომარის არჩევა რაღაც კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ".
ამის შემდეგ მან განმარტება გააკეთა იმის შესახებ, რომ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ორი ვადით არჩევა კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ. –„ახლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ სამი წლით ავირჩიოთ და განმეორებით კომისიაში ჰქონდეთ თავად იმ ადამიანებს (ხაზგასასმელია) უფლება არჩევისა, ვინც თავის მხრივ აირჩია საქართველოს პარლამენტმა. ესე იგი საქართველოს პარლამენტის როლი არის აქ გამოკვეთილი და პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ჰქონდეთ ამის საშუალება მეორე ვადით აირჩიონ.
სხვათაშორის ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ამიტომ მე რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას და განსაკუთრებულ ხარვეზებს აქ ვერ ვხედავ, სწორედ ამიტომ არის რომ ვეთანხმებით წარმოდგენილ პოზიციას, წარმოდგენილ ცვლილებებს და კატასტროფას კი არა პრობლემასაც ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით.
თუკი წარმომადგენლობაზეა საუბარი კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ პარლამენტის როლი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
არავინ ამბობს, რომ წევრი და თავმჯდომარე ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა თავმჯდომარეს აქვს შედარებით განსაკუთრებული ფუნქცია ამ შემთხვევაში მაგრამ ირჩევენ პარლამენტის მიერ არჩეული წევრები, ამიტომ აქ რაიმე შესაშფოთებელი არ უნდა იყოს. ამიტომ ექნება ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონპროექტს", განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხო იმათ ვიც ამ ტელევიზიებს ხსნის არ ექმნებათ, მაგრამ აგერ ჩვენ ქართველ ხალხს გვექმნება, ვინაიდან ეს ტელევიზიები -99% წარმოადგენენქვეყნისათვის დამღუპველი დასავლური ლიბერასტული იდეოლოგიის რუპორებს! თუ ხელისუფლებაში ხართ ცოტა ფხა გამოიჩინეთ და აღკვეთეთ ამ ბოროტი ტელევიზიების აღმოცენება ნაწვიმარზე რომ შხამა სოკოებივით რომ ამოდიან!!! წახდა ქვეყანა, გამოლენჩდა ხალხი!
ხო, იმათ ვინც ამ ტელევიზიებს ხსნიან არ ექმნებათ პრობლემა, მაგრამ აგერ ჩვენ ქართველ ხალხს გვექმნება, ვინაიდან ამ ტელევიზიების -99% წარმოადგენენ ქვეყნისათვის დამღუპველი დასავლური ლიბერასტული იდეოლოგიის რუპორებს ან რომელიმე კომერციულ-თაღლითური ჯგუფის თუ ე.წ. პოლიტიკური პარტიის თავაცვის ბასტიონებს! თუ ხელისუფლებაში ხართ ცოტა ფხა გამოიჩინეთ და აღკვეთეთ ამ ბოროტი ტელევიზიების აღმოცენება ნაწვიმარზე შხამა სოკოებივით რომ ამოდიან!!! თორემ წახდა ქვეყანა, გამოლენჩდა ხალხი!
ჩამოწიე დაბალა მარჯვენა კუთხიდან რამდენზეც გინდა და წერე მერე ვეფხისტყაოსანი