“ევროპული საქართველოს” პოზიციას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის სამართლებრივი დევნა ან ქონების გადანაწილება არ უნდა დაიწყოს, ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ბოლო დროს „ღვთის გზაზე შემდგარი“ გიგა ბოკერია, იმდენად მიმტევებელი გახდა, რომ პირობას დებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ოპონენტებს არ დაიჭერს. ვააჰ, ეს ის კაცი არაა, სულხან მოლაშვილის წამების ბრძანება რომ გასცა? არც ის კაცია, გლდანის ეკლესიის დარბევაში რომ მონაწილეობდა? არც ციხის ბუნტის დროს პატიმრების დახვრეტაში მიუძღვის რაიმე ბრალი, არა?! ახლა ეს მისი „ჰუმანურობა“ რას მივაწეროთ? ჩვენმა ჰუმანურმა ხელისუფლებამ რომ არ დაიჭირა თავის დროზე, ამ ძაან „ღვთისნიერმა“ კაცმა გადაწყვიტა სიკეთეს სიკეთით უპასუხოს თუ უფრო ცუდადაა საქმე, რამეს ხომ არ უგრძნობს გულითქო ვფიქრობ. ხუმრობა იქით იყოს და გიგა ბოკერია რომ დაუსჯელი ივლის და აქეთ დაუწყებს დამშვიდებას ხელისუფლებას ნუ გეშინიათ, არ დაგიჭერთო, იმ ხელისუფლებას აღარც „უნიათოს“ იარლიყის მიწებება უნდა უკვირდეს და აღარც გამუდმებული თავის მართლების რეჟიმში ყოფნა”, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
“ევროპული საქართველო” მომხრეა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტრია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც.
.ამათ სისხლის სმის მოწყურება-- მონატრებისგან უკვე სუ კბილები უკაწკაწებთ---- უკვე ძალიან, ძალიან მოსწყურდა--მოენატრათ-- ქართველების სისხლი. ესენი ხელისუფლებისაგან მილიონ კილომეტრებზე არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვერ იყოფენ მომავალში შესახრამუნებელი ხალხის სიას.....არაფერს აღარ უყურებენ, ვეღარ იკავებენ თავს....სახალხოდ დაერივნენ უკვე ერთმანეთს--- არა ეს მე უნდა შევჭამო, არა ეს მეოოო.....
ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობაო...........ესენი ეხლავე .ვერ ინაწილებენ საქართველოში შესაჭმელი ხალხის სიას
და ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნეეეეეეეეეეეეეეეეეენ ........ აი მერე ნახეთ ერთმანეთს ნადავლის ხელიდან ტაცებას რომ დაუწყებენ...
აი ასეთი ვამპირები არიან მთელი სანაცეთი
რამდენიც უნდა იძახონ არა არაო...მაინც სუყველა (ქალიან კაციანად) ვამპირები არიან, თანაც მაინც და მაინც ქართველების სისხლის
ხოოოდა......ჩააააფურთხონ...... ჩაააფურთხონ....... რაც ეგ აღარ მოხდეს საქართველოში