უწოდა თუ არა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი

უწოდა თუ არა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის „არაკაცი" არ უწოდებია.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, „მსგავსი სიტყვები მის ლექსიკაში არ არის".

„არ მინდა სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა ასე საჯაროდ გამოვიტანო. ალბათ, შიგნით ვილაპარაკებთ. ერთს ვიტყვი, რომ ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის, მე ეს არ მითქვამს, არის უბრალოდ ინტერპრეტაცია გამძაფრების მიზნით. უსიამოვნება, რა თქმა უნდა იყო, ამას ვაღიარებ, თუმცა რა საკითხზე, არ მინდა ამაზე საუბარი," - განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა „შუადღის სტუდიაში".

გარცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.