ცნობილი გახდა იმ ინვესტორების ვინაობა, რომლებიც ანაკლიის პორტის ასაშენებლად განიხილება

ცნობილი გახდა იმ ინვესტორების ვინაობა, რომლებიც ანაკლიის პორტის ასაშენებლად განიხილება

„მერიდიანი“ და „ვან ვორდი“ ეს ის ორი ინვესტორის, რომლებიც ანაკლიის პორტის ასაშენებლად განიხილება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით ჯავახაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჯავახაძემ თქვა, სახელმწიფომ კომპანია „ვან ვორდს“ 21 ოქტომბრამდე, ხოლო  „მერიდიანს“ 29 ოქტომბრამდე უნდა გასცეს პასუხი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა. როგორც მამუკა ხაზარაძემ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრიტანული წარმომავლობის ინვესტორი შესთავაზა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე, ცოტა ხნის წინ ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა - „კონტი ჯგუფმა“ დატოვა.