მამუკა ხაზარაძე:  შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო 

მამუკა ხაზარაძე:  შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო 

ჩვენ ხალხს ვეტყვით სად ვართ, ჩვენ ვეტყვით სიმართლეს, - ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძვნებელი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.

„ჩვენ ხალხს ვეტყვით სად ვართ, ჩვენ ვეტყვით სიმართლეს. უნდა უთხრა ჩვენს თავს, სად ვართ დღეს. ეს პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი, უნდა უთხრა, რომ შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო", - თქვა მამუკა ხაზარაძემ The Movement TV-სთან.

 

სოციალისტი ბატონო მამუკა, ჭკვიანი კაცი მეგონე და ამ ბოლო 1,5 წელიწადში რაც თქვენ შეცდომების სერია ჩაატარეთ, უკვე ეჭვი მეპრება! ნუთუ ვერ ხვდებით როცა ხალხას ასე მიმართავთ - შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო !!! იმ ხალხს შეურაცხყოფას აყენებთ?! ე.ი. ეუბნები ღირსება არ გაქვს, შენს ხმას კარტოფილში ცვლი, თან გულისხმობ 2-5 კილო კარტოფილს! კარტოფილი არ გინდა ხმა მე მომეცი, რომ მე უფრო გავიმყარო ჩემი მდგომარეობა, დავიცვა ჩემი ქონება და პრესტიჟი, მერე ვნახოთ თუ მომრჩა რამე, ჰო, მერე ვნახოთ?! ახლა მე გეკითხები იმ გაჭირვებულ კაცს ვინმემ 1000 ტონა (მილიონი კილოგრამი) კარტოფილი, რომ შესთავაზოს იმ "ხმაში" მაშინ შეიძლება გაცვლა?! )))
5 წლის უკან
Katana . ვინც ის კარტოფილი თუ ხახვი დაურიგა ამომრჩევლებს, რომელიღაც უბანზე, ან მაგარი რეგვენი იყო, ან "ოცნების" შეგნებული მტერი, რადგან ოპოზიციას საშუალება მისცა, ისე წარმოადგინოს საქმე, თითქოს მთელ საქართველოში დაურიგეს და მხოლოდ ამის გამო გაიმარჯვა ამ ხელისუფლებამ!...
მეორეც, ბატონო მამუკა, ვინც აიღო, იმის ოჯახს ის 2-3 კილო კარტოფილი უფრო დაეტყობოდა, ვიდრე თქვენს ოჯახს - პროცენტებში აღებული 2-3 მილიონი ლარი!
5 წლის უკან