ნინო წილოსანი:  ჩვენი  ეკონომიკის პირობებში დასაქმებულების ინტერესების დაცვა რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს დამსაქმებლის შესაძლებლობებს

ნინო წილოსანი:  ჩვენი  ეკონომიკის პირობებში დასაქმებულების ინტერესების დაცვა რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს დამსაქმებლის შესაძლებლობებს

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც პარლამენტმა იმუშავა, მიმართულია დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისკენ და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. თუმცა, ცვლილებების მიზანი უნდა იყოს ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების დაცვა და მეორე მხრივ, ბიზნესის შესაძლებლობების გათვალისწინება.

ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე გვიწევს, რომ საკმაოდ სუსტი ეკონომიკა შესაბამისობაში მოვიყვანოთ და გავუთანაბროთ ძალიან კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც თავის მხრივ, პასუხობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კანონმდებლობის დახვეწის პროცესში არ უნდა გამოგვეპაროს ბიზნესის საჭიროებები და რეგულაციები არ უნდა გულისხმობდეს ხისტ ჩარევას.

ვფიქრობ, მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებში არის რესურსი, რომ დეკრეტული შვებულების, შრომითი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხები სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დარეგულირდეს და შედგეს ბიზნესთან  კონსესუსი.