„დამნაშავე ვინც არის, უნდა დაისაჯოს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ „2020NEWS” -თან ამნისტიაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ლევან კობერიძე გიგა ბოკერიას სთავაზობს, ჯერ განიხილონ მოქმედ და წინა ხელისუფლების დროს არსებულ დანაშაულებებზე. შემდეგ კი იმსჯელონ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ როგორ იმოქმედონ.
„პირველ რიგში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ, სანამ ხელისუფლება შეიცვლება, გასულ და მიმდინარე წლებში რას ვშვებით. ჩემი აზრით, დამნაშავე ვინც არის, უნდა დაისაჯოს, ეს არის ძალიან მკაფიო. მე შევთავაზებდი გიგა ბოკერიას, ჯერ ვისაუბროთ ახლანდელი ხელისუფლების, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში რა დანაშაულებები არსებობს, რაიმე ფორმულირებაზე შევჯერდეთ, შემდეგ კი, მე მზად ვარ, მასთან ერთად დავჯდე და ვიმსჯელო, ხელისუფლების ცვლილების მერე რა უნდა ვქნათ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ სააგენტოსთან საუბრისას.
შეგახსენებთ, გიგა ბოკერიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე.
განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი მთავრობის, პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი წარმომადგენელი, რადგან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ქვეყანას და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
აუცილებლად მიმაჩნია ცალკე მუხლად შევიდეს სისხლის და სამოქალაო სამართილის კოდექსში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენელის პასუხიგების საკითხი...