,,ჯი ეს ენი“ არის კომპანია, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და სარგებლობს მომხმარებლის დიდი ნდობით. ძირითადად შემოაქვს ის პროდუქტი, რაც სამეწარმეო საქმიანობისთვისაა აუცილებელი. დღეისათვის 18 ფილიალია კომპანიის მფლობელობაში და სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საიტზე: www.gsn.ge
რა უნდა გაითვალისწინოთ სალარო აპარატის შეძენამდე?
სალარო აპარატი, ის მოწყობილობაა, რომელიც აწარმოებს პირდაპირ კავშირს შემოსავლების სამსახურთან, ამიტომ შეძენამდე შეარჩიეთ სანდო კომპანია და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილეთ ყურადღება, ესენია:
- უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
- ხარისხიანი
- მოსახერხებელი
- უნდა მოჰყვებოდეს ინსტრუქცია და გარანტია
- გააჩნდეს დახვეწილი დიზაინი
- გამძლე კლავიატურითა და აკუმულიატორით აღჭურვილი
GPRS სისტემით უზრუნველყოფილი სალარო აპარატები
საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ყველა სალარო აპარატს გააჩნდეს GPRS სისტემა. გთავაზობთ რამდენიმე მოთხოვნადი მოდელის დეტალურ მახასიათებლებს:
Daisy Expert - გააჩნია კომპაქტური ზომა, ორი გრაფიკული მონიტორი, მოქნილი კლავიატურა, გამძლე აკუმულიატორი, სწრაფი ბეჭდვის ფუნქცია და შეუძლია რაოდენობის კონტროლი.
Daisy eXpert SX – ერთ-ერთი თანამედროვე სალარო აპარატია. აქვს ერგონომიული კლავიატურა, ორი ეკრანი, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი და ხარისხიანი ელემენტი.
Daisy Compact S - პატარა ზომის სალარო აპარატია და მისი წონა შეადგენს 300 გრამს. გააჩნია მარტივი მენიუ, მოსახერხებელი კლავიატურა, ხარისხიანი ელემენტი და ჩაშენებული ბლუთუზი.
Daisy Compact M - დახვეწილი დიზაინის მქონე მოდელია,
აქვს კომპაქტური ზომა, ორი ეკრანი, გამძლე ელემენტი, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი და ბლუთუზი.
Daisy Perfect S - აღჭურვილია ორი გრაფიკული მონიტორით,
მოსახერხებელი კლავიატურით, გამძლე აკუმულიატორითა და
ქაღალდის შეცვლის მარტივი მექანიზმით.
Daisy Expert SX RED - აქვს "ფისკალური პრინტერის" რეჟიმი, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი, პაროლი სამუშაო რეჟიმში შესასვლელად, ხარისხიანი კლავიატურა, დიდი ზომის მონიტორი და ჩაშენებული ელემენტი.
Daisy Perfect M - აღჭურვილია თხევადკრისტალური მონიტორით, ერგონომიული კლავიატურით, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმით, ქვითარზე გრაფიკული ლოგოს ბეჭდვის ფუნქციითა და გამძლე აკუმულიატორით.
,, ჯი ეს ენის“ სალარო აპარატები მარტივად და უპრობლემოდ უერთდება ფულის ყუთსა და შტრიხკოდის სკანერს.
სალარო აპარატის ღირებულება
სალარო აპარატები ერთმანეთისგან განსხვავდება ფუნქციონალით, ვიზუალითა და ღირებულებით. ამ აუცილებელი მოწყობილობების ფასი მერყეობს დაახლოებით 390 ლარიდან 415 ლარამდე, ასევე მომხმარებელს არჩევნის შეჩერება შეუძლია მეორად სალარო აპარატზე, რომლის ღირებულებაცაა 290 ლარი და ყველა ტექნიკური დეტალი ქარხნულადაა განახლებული.
შეიძინეთ მაღალი ხარისხის სალარო აპარატები GSN-ის საიტზე ან ფილიალებში თქვენი კომერციული საქმიანობის ეფექტურად წარსამართად.