ქანთარია ბოკერიას:  ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს

ქანთარია ბოკერიას:  ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადება ამნისტიაზე, წინასაარჩევნო სტრატეგიად შეაფასა.

დეპუტატი აქვე დასძენს, რომ ეს განცხადება არის უტიფრობა, გაიძვერობა, გიგა ბოკერია კი, დემაგოგიის დოქტორანტია.

„გულზე მომეშვა და მინდა „ოცნების“ წევრებსაც ეს სასიხარულო ამბავი მივულოცო, რომ თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს მეგობრებო. ეს ძალიან დიდი ამბავია. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ გვაქვს, ვეცოდებით, არა, პოლიტიკურად ეს თურმე ძალიან სწორი იქნება და რაც მთავარია ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო. არადა მთავარი დანაშაული ჩვენი ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები დასრიალებთ ისევ პოლიტიკურ ველზე. თითქოს მშვიდობის მტრედობა... სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით, მოსახლეობასაც ვერ დააჯერებთ, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ კბილები დიდი ხანია მოიცვალა. ჯერ ერთი თქვენ დააძრეთ კბილები 2012 წელს, ეს მინდა გაგახსენოთ. ბატონო გიგა, ვითომ ამ მიმტევებლური განცხადებით ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს. იმ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს მართლა ჩემდათავად რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, გიგა ბოკერიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე.