საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 45% მაინც ვერ აიღო, სამთავრობო კოალიციის შექმნა გაჭირდება. პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ 2020 წელს “ქართული ოცნებას“ სამთავრობო კოალიციის შექმნა აუცილებლად მოუწევს, რადგან არჩევნებში აღნიშნული პარტიის მიერ მიღებული ხმათა რაოდებობა 35%-ს არ გადააჭარბებს.
“მთელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით 35% არის ის მაქსიმუმი, რისი აღებაც “ქართული ოცნებას“ 2020 წლის საპრალამენტო არჩევნებში შეუძლია. რატომ ფიქრობს ირაკლი კობახიძე, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ“ 45% ვერ აიღო, მაშინ სამთავრობო კოალიცია ვერ შეიქმნება?! ორი ვერსია არსებობს: პირველი, ფიქრობენ, რომ მათთან თანაშრომლობის სურვილი არავის გაუჩნდება. მეორე, იმდენად კონფრონტაციულია ხელისუფლება, რომ თანამშრომლობას არცერთ პარტიასთან არ აპირებს“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელი გახდეს. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. კობახიძემ აღნიშნული განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.