„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებაზე. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მარტივი საკითხია იმის „გადაყლაპვა კორცხელში, რაც მოხდა“, იმიტომ, რომ იმაზე ბევრად უარესი რამ მოხდა ამ ქვეყანაში.
„როგორც ჩანს, მელიას უჭირს და ამას დიდი ღვთისმოსაობა არ სჭირდება. დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან - ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე. კორცხელის ამბავი უმნიშვნელო კი არ იყო, ძალიან ცუდი ამბავი იყო, როდესაც ხელისუფლება კრიმინალებს ან სპორტსმენებს იყენებს არჩევნების ჩასაშლელად. ოღონდ იმიტომ კი არ არის მტკივნეული, რომ ჩვენ ხელი მოგვხვდა, ჩვენზე უფრო ბევრად, იქ სხვა ხალხიც დაზიანდა.
თუ ვინმეს აქვს არსაპატიებელი ან საპატიებელი ისინი არიან და არა მელია და მე, რომლებიც დეპუტატები ვართ და ბევრად უფრო დაცულები ვართ ზოგადად. მაგრამ, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, პრობლემა არის წინ. რა იქნება ცხოვრებაში და ქვეყანაში“, - განაცხადა "360 გრადუსში" ბოკერიამ.