ნიკა მელია:  ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა

ნიკა მელია:  ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა

არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა, - „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და ლოზუნგი ბიძინა ივანიშვილი ციხეში, მიუღებელია.

ნიკა მელიას თქმით, ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა და იმას, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი, არა კონკრეტული ადამიანები, არამედ კანონი წყვეტს.

„არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის" რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ," - წერს მელია ფეისბუქზე.

 

სოციალისტი ხომ გითხარი მზეზე არ გახვიდე თქო!!
4 წლის უკან