მეუფე მელქისედეკი: „როდემდე და რატომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები?“

მეუფე მელქისედეკი: „როდემდე და რატომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები?“

როდემდე და რატომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები, - ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას.

ამასთან, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, არ იცის, როდის განიხილავენ ავტოკეფალიის აღიარების საკითხს სინოდის სხდომაზე.

„სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვიცი, ვინ, რატომ შეიძლება, არ უჭერდეს მხარს. რუსეთის ფაქტორს რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით, როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები? და რატომ უნდა გავითვალისწინოთ? ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს. ხდება თუ არა მათი ინტერესების გათვალისწინება ზოგადად, არ ვიცი, რადგან სინოდი არ ყოფილა და ეს საკითხი არ განგვიხილავს", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

სოციალისტი მამაო სულ, დიდხანს სანამ რუსეთი და საქართველო იარსებებენ, სანამ რუსეთი იქნება უდუდესი მართლმადიდებლური ქვეყანა სულ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები, განუწყვეტლივ!!!! იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია! ახლა საქართველოს ეკლესიამრომ ირბინოს მეტროს გვირაბში მიმავალი მატარებლის წინ ის გნებავთ, გინდათ მეორე დღეს რაც საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთმა და სერბეთმა ცნონ აფხაზეთი და ოსეთის ეკლესიის ავტოკეფალია?! ეს გინდათ თუ სულ ერთია თქვენთვის?! ან იქნებ გინდათ ბელორუსიამც ცნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად?! იცი მაინც ახლა უკრაინაში რამდენი მართლმადიდებლური ეკლესიაა რთმანეთს რომ არ აღიარებენ?! მე რომ ვიცი ასეთი 4 ეკლესიაა, შეიძლება მეტიც!!! რომ იმ ეკლესიის მრევლი რომლის ავტოკეფალია ბართლომეოსმა აღიარა არის აბსოლუტური უმცირესობა?! იცი რომ ამ ეკლესიას კიევის პატრიარქატი არ ცნობს და მითუმეტეს მრევლით ყველაზე დიდი უკრაინაში მოსკოვის პატრიარქატი?! მე კი მგონია არაფერი იცი, ალბათ საქართველოს პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის კი არა, პეტრე ცაავას მეგობარი ხარ
4 წლის უკან