ელისო კილაძე:  გაყალბებული არჩევნები “ქოცებს“ ბოკერიას

ელისო კილაძე:  გაყალბებული არჩევნები “ქოცებს“ ბოკერიას "გუნდმა" გაუპრავა 

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ გაყალბებული არჩევნები ბოკერიას გუნდმა „გაუპრავა“.

ჟურნალისტი აქვე ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხმებით ზის, რაც ყველა სხვა არჩევნებმა აჩვენა, ისინი 10%-ს ვერ გაცდნენ.

„მათთვის ვისაც არ ახსოვს: 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების ღამეს გიგა ბოკერიამ ცესკოსთან გააკეთა განცხადება,რომ არ შეეგუებოდა გაყალბებული არჩევნების შედეგებს! უჩა მამაცაშვილთან გარიგების მერე, არჩევნებიდან სამი დღის თავზე მიიღეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება! ვადასტურებ,- მაშინაც მოღალატეებს ვეძახდი და ახლაც იგივეს ვფიქრობ-გაყალბებული არჩევნები „ქოცებს“ სწორედ ბოკერიას"გუნდმა"გაუპრავა! მას მერე უამრავი უთანხმოება მქონია მიხეილ სააკაშვილთან,მაგრამ სიმართლე არის ერთი-ევროპული საქართველო პარლამენტში სწორედ სააკაშვილის ხმებით ზის! ყველა სხვა არჩევნებმა ეს აჩვენა,10% ვერ გაცდნენ!

p.s.გარიგების დეტალებზე კიდევ უფრო ვრცლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობას ვცემ პატივს”, - წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.

სოციალისტი ალბათ საუკუნეების განმავლობაშიც ასე იყო! ძალიან გაკვირვებული ვარ, როგორ მოიტანა ქართველმა ერმა თავისი სახელმწიფოებრიობა 21 საუკუნემდ, როცა ერში ამდენი ელისო კილაძე და გიორგი კანდელაკი, რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი გვყვანან?!
4 წლის უკან