„დღევანდელი პატრიარქი და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც შერჩენილი ჰყავს დღევანდელ სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის„ ეთერში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით.
ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკლესიის თავშეკავება სწორედ ამას მოწმობს.
„ავტოკეფალიის აღმდგენი ქართული სამღვდელოება და საზოგადოება, პირველი პატრიარქი კირიონი, შემდეგ ლეონიდე და ამბროსი, არც ერთი რუსეთს მაამებლობით, ლოიალობის დადასტურებით არ გამოთხოვდა რუსეთს რაღაცა პირობებს. ჩვენი სასულიერო წოდება მაშინ უფრო პატრიოტული იყო და შორსმჭვრეტი, ვიდრე ეს არის ახლა. სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც შერჩენილი ჰყავს დღევანდელ სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმ დროინდელი სასულიერო წოდები, - განაცხადა ბერძენიშვილმა", - განაცახადა დავით ბერძენიშვილმა.